ჩვენს შესახებ

“ადამიანური კაპიტალი არის ორგანიზაციის შიგნით და მასთან დაკავშირებული ადამიანების კუმულაციური ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზნების შესრულებაზე გავლენას ახდენენ. ასევე, კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებენ ორგანიზაციას მათი საქმიანობის შედეგების ოპტიმიზაციის გზით” (ISO 30414 – საერთაშორისო სტანდარტი “ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება”)

ტრანსფორმაცია, მათ შორის ბიზნესის,  საკუთარი შესაძლებლობების სრული გაცნობიერებით იწყება. ეს არის ღირებულებების სიღრმისეული გაანალიზება, რომელიც ხშირად გამოწვევას წარმოადგენს, მაგრამ აუცილებელია მდგრადი განვითარებისათვის. დღეს, როცა ყველა ბიზნესი ეძებს გზას კონკურენტული უპირატესობისა და ზრდისათვის, ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი ნათელია – ეს არის ადამიანური კაპიტალი, რომელიც წარმოადგენს ყველა წარმატებული ორგანიზაციის ფუნდამენტურ საფუძველს.

საკონსულტაციო კომპანია EVA 2020 წელს დაარსდა, რწმენით, რომ ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი  მისი ადამიანური კაპიტალია. ჩვენი მისია არ არის უბრალო კონსულტაცია – ეს არის თქვენი ორგანიზაციის სტრატეგიული ტრანსფორმაცია ადამიანური კაპიტალის ეფექტური მართვის მეშვეობით.

როცა ადამიანური კაპიტალი სტრატეგიულად არის მართული, ორგანიზაციები აღწევენ მაღალ პროდუქტიულობას, იზრდება ინოვაციური შესაძლებლობები, იმატებს კლიენტთა კმაყოფილება და ყალიბდება მდგრადი კონკურენტული უპირატესობა. ეს არის ის ღირებულება, რომელიც პირდაპირ აისახება ფინანსურ შედეგებზე და ორგანიზაციის გრძელვადიან წარმატებაზე.

EVA წარმოადგენს რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში და ახორციელებს პროექტებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

სალომე არღვლიანი

სალომე არღვლიანი, საკონსულტაცო კომპანია EVA-ს დამფუძნებელი და დირექტორი, არის სერტიფიცირებული გლობარული ტალანტების მართვის ლიდერი (GTML),   ISO 30414, ISO 9001, ISO 10667, ISO 21001 სტანდარტების დამნეგრავი კონსულტანტი და ID37 პიროვნული მოტივების შეფასების სერტიფიცირებული ექსპერტი (Master belt).

16 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით აღმასრულებელ და მენეჯერულ პოზიციებზე, ასევე იურიდიულ და ბიზნეს ადმინისტრირების განათლებით, სალომე აფასებს ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარების პოტენციალს, ამოიცნობს გამოწვევებს და უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას ბიზნესის განვითარებისათვის ხელისშემშლელი რისკების აღმოსაფხვრელად.

სალომეს ძირითადი ექსპერტიზა მოიცავს ორგანიზაციულ და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და ხარისხის მენეჯმენტს 

წელი გამოცდილება
0 +