გარემო და გარემოება

ორგანიზაციული უსაფრთხოება ჯანმრთელობაა და კეთილდღეობა, ISO 30414-ის შესაბამისად როდესაც ტყეში სხვა მსგავსი ჯიშის ხეებისგან განსხვავებულ, ჯანმრთელ, მაღალ, გაშლილ და ხშირფოთლოვან ხეს ვხედავთ, ვამბობთ რომ ის ძლიერი ნაყოფიდან მოდის, თუმცა ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ ის ნიუანსებიც, რომლებმაც ამ კონკრეტულ ხეს ასეთი გარემო შეუქმნა: საკმარისი სინათლე და სითბო, ნოყიერი ნიადაგი, სხვა ხეებთან მიმართებაში სწორი განლაგება, შესაფერისი ჰავა, […]
და თქვენთან რა ღირს?

თანამშრომელი − გაუმართლებელი ხარჯი თუ სტრატეგიული ინვესტიცია სტრატეგიული HR-აუდიტის დაწყებამდე, დამფუძნებელ-დირექტორს (ქართულ რეალობაში ბიზნესის დიდი ნაწილი), რომელსაც პირადად სტკივა ყველა პრობლემა და უმრავლესობა მათგანს პირად შეურაცხყოფად, მის წინააღმდეგ განზრახ შემუშავებულ შეთქმულებად და მისი ამაგის დაუფასებლობად მიიჩნევს (აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთ დროს მას სრული პიროვნული გაორება სჭირს და თავის პოზიციას ხან დამფუძნებლის, ხან კი დირექტორის პერსპექტივიდან შემუშავებული […]
“ოჯახის წევრივით ვექცეოდით”, ანუ რა განსაზღვრავს ეთიკურ ორგანიზაციულ კულტურას

იმ ბევრი სადღეგრძელოსი არ იყოს, დღეს ჩვენს ტრადიციულ სუფრებზე რომ ისმევა ჭიქით თუ ყანწით და ხშირ შემთხვევაში რეალობასთან კავშირი არ აქვს, ორგანიზაციებშიც, თანამშრომელთა შორის დამოკიდებულება და ურთიერთობა, ხელმოწერილ და დამტკიცებულ ქცევის კოდექსთან თანხვედრაში არ მოდის. მიხარია, თუ დაინტერესდით რა კავშირია ამ ორ თემას (სადღეგრძელო და ქცევის კოდექსი) შორის, რადგან ამ სტატიაში, სწორედ ეთიკასა და შესაბამისობაზე […]
რა ხდება მაშინ, თუ 1+1 ორზე ბევრად მეტია?

წარმოვიდგინოთ, შეხვედრების ოთახში ერთი ადამიანი ზის, 5 წუთში შეხვედრაზე მეორე ადამიანი შემოვიდა. ფაქტი, რომ ოთახში ახლა ორი ადამიანია, ამ ჭეშმარიტებაზე ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ. ახლა უფრო დავკონკრეტდეთ. შეხვედრების ოთახში მარკეტინგის მენეჯერ ნინოს მისი ახალი თანამშრომელი, სოციალური მედიის მართვის სპეციალისტი − ანდრია შემოუერთდა (გენდერული ბალანსიც დავიცვათ). ფაქტია, ამ შემთხვევაშიც ორი ადამიანი ზის ოთახში და როგორც უკვე […]