წარმომადგენლობა

HCM Metrics-ი პირველი საერთაშორისო მასერტიფიცირებელი კომპანია გაერთიანებულ სამეთოში, რომელიც ახორციელებს ინდივიდებისა და ორგანიზაციების საერთაშორისო აუდიტსა და სერტიფიცირებას ISO 30414 სტანდარტის შესაბამისად.

HR Metrics არის წამყვანი საკონსულტაციო კომპანია მდგრადი ადამიანური რესურსების ანალიტიკის, პროფესიული კომპეტენციებისა და ინკლუზიის სტრატეგიების სფეროში. მოწინავე HR სტანდარტებისა და ანალიზის ინსტრუმენტების მეშვეობით, HR Metrics საშუალებას აძლევს ბიზნესებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები სამუშაო ძალის პროდუქტიულობის, გავლენისა და ინვესტიციის ანაზღაურების ოპტიმიზაციის გზით.

ტალანტების მართვის ინსტიტუტი (TMI) – პიონერი ტალანტების მართვის სერტიფიცირების სფეროში. TMI გთავაზობთ ყველაზე ძლიერ სერტიფიკატების ნაკრებს ადამიანური რესურსებისა და ტალანტების მართვის პროფესიონალებისთვის: ტალანტების მართვის პრაქტიკოსს (TMP™), უფროს ტალანტების მართვის პრაქტიკოსს (STMP™) და გლობალური ტალანტების მართვის ლიდერს (GTML™). TMI-ის პროგრამებს გლობალურად მართავს და ანაწილებს Academik America.

ID37 GmbH, გერმანული კომპანია, რომელმაც შექმნა ID37 მოტივების ტესტი და ანალიზი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ინდივიდუალური მოტივების ანალიზი და შედეგებით ინდივიდების კარიერული განვითარების დაგეგმვა, კომპანიებში რეკრუტინგი, სტრუქტურის შემუშავება, ლიდერობის გაძლიერება, თიმბილდინგი, და ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.