გამოირჩევა თუ არა თქვენი ორგანიზაცია მაღალი ხარისხის პროდუქტებით, მომსახურებით და პროცესებით?
საუკეთესო თანამშრომლების იდენტიფიცირება, მოძიება, განვითარება და შენარჩუნება წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის მართვის ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს და გამოწვევას, რადგან სწორედ ეს გამორჩეული თანამშრომლები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის პროდუქტების, მომსახურებისა და პროცესების მიწოდებას, რაც აკმაყოფილებს მზარდ მომხმარებელთა მოლოდინებს და ქმნის ნდობას, რომელიც განაპირობებს ერთგულებას და ლოიალურობას.
სტრატეგიული HC აუდიტის შემდეგ და მისი შედეგებზე დაყრდნობით, EVA ეხმარება კომპანიებს შეაფასონ მიმდინარე მდგომარეობა, დაგეგმონ გაუმჯობესებები ISO სტანდარტების გამოყენებით და ეფექტურად განახორციელონ ცვლილებები ID37 ინდივიდუალური მოტივაციის ანალიზის მეშვეობით. ეს საშუალებას აძლევს კომპანიებს დანერგონ ინოვაციები მოტივირებული თანამშრომლების და აქტიური ჩართულობით.
სტრატეგიული HC აუდიტი
ISO სტანდარტები
ID37 პიროვნული მოტივების ანალიზი
აღნიშნული საქმიანობა მიზნად ისახავს მოახდინოს ადამიანური კაპიტალის მართვის (HCM) შესაბამისობის ანალიზი ორგანიზაციის სტრატეგიასთან, თანამედროვე სტანდარტებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ორგანიზაციაში განხორციელებულ ცვლილებებთან და ასევე შეაფასოს HCM ფუნქციის მზაობა არსებული გამოწვევებისა თუ ორგანიზაციის მიერ სამომავლოდ დასახული მიზნების განსახორციელებლად.
HC აუდიტი ფოკუსირებულია შემდეგი მიმართულებების შემოწმება, შეფასებასა და ანალიზზე:
ორგანიზაციის კულტურის შექმნა, კომუნიკაცია, ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირება
დაგეგმვა, შეფასება, ადამიანური კაპიტალის ანალიზი, სწავლება და განვითარება
საკვანძო ფუნქციის მქონე პირების კომპეტენციის შეფასება, მათ შორის HR დეპარტამენტის თანამშრომლების ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები.
ISO 30414 − ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება − პირველი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მკაფიოდ გაიაზროს საკუთარი ადამიანური კაპიტალის რეალური წვლილი ბიზნესის წარმატებაში.
თანამედროვე ბიზნესგარემოში, სადაც ადამიანური კაპიტალი კონკურენტული უპირატესობის მთავარ წყაროს წარმოადგენს, ISO 30414 სტანდარტი ორგანიზაციების ხელში სულ უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება. ის არა მხოლოდ ეხმარება მათ, უკეთ გაზომონ და მართონ თავიანთი ადამიანური რესურსები, არამედ ხელს უწყობს ორგანიზაციული კულტურის განვითარებას, რომელიც გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და მუდმივ გაუმჯობესებას ეფუძნება.
ISO 30414 აერთიანებს 60 HR მეტრიკას, 11 ძირითადი მიმართულებით:
HR მეტრიკების დანერგვით, HR პროფესიონალები შეძლებენ დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები ცვლილებების მიმართ და ამით გავლენა მოახდინონ და წვლილი შეიტანონ სტრატეგიულ დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
ადამიანური კაპიტალის ანალიტიკის ეფექტურად განხორციელებით, შესაძლებელია: გავლენა იქონიოთ ბიზნეს პარტნიორებსა და მთავარ დაინტერესებულ მხარეებზე, გაზარდოთ კომპანიაში მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების სიხშირე, გააძლიეროთ თანამშრომლობა ტოპ მენეჯმენტთან და გახადოთ კომუნიკაცია გამჭვირვალე და ეფექტური.
თანამედროვე ორგანიზაციებში, ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა არის ბიზნეს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი. იგი უზრუნველყოფს ორგანიზაციის ადამიანური კაპიტალის ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობას და ხელს უწყობდეს კონკურენტული უპირატესობის მიღწევას.
აუდიტის დასრულების შემდეგ, ჩვენი მხარდაჭერით, თქვენი კომპანია იღებს შემდეგ გადამწყვეტ ნაბიჯებს: ნათელი სტრატეგიული მიზნების დასახვას და ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნას, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს მათ მიღწევას.
პირველ რიგში, ჩვენ თქვენთან ერთად ვმუშაობთ თქვენი კომპანიის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბებაზე – მისია, ხედვა და ღირებულებები.
ჩვენ ვიკვლევთ და ვაანალიზებთ, თუ როგორ ერგება თითოეული დეპარტამენტი სტრატეგიულ მიზნებს და რა საკვანძო პროცესებით აღწევს მათ აღსრულებას. ორგანიზაციის სტრუქტურის ოპტიმიზაციას საფუძვლად უნდევს ეფექტური მართვის მოდელის შემუშავება და მისი საქმიანობის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით უზრუნველყოფა.
EVA იყენებს საერთაშორისოდ აღიარებულ ISO 9001 და ISO 30414 სტანდარტებს ამ სტრატეგიული მართვისა და ორგანიზაციული რედიზაინის პროცესის განმავლობაში, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს:
ჩვენი მიდგომა აერთიანებს ადამიანური კაპიტალის სტრატეგიულ მართვას საერთაშორისო სტანდარტებთან და უზრუნველყოფს ბიზნესის მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობას
ორგანიზაციული კულტურა არის ინდივიდუალური კულტურების, გამოცდილებისა და ღირებულებების ნაზავი, რომელიც ქმნის სამუშაო ატმოსფეროს, რაც თავის მხრივ ვლინდება თანამშრომელთა ურთიერთდამოკიდებულებაში და მომხმარებლებთან ქცევაში. ჯანსაღი კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბების შედეგად, ორგანიზაცია ხდება ღია, მოქნილი და აქცეპტირებული. თანამშრომლები სრულად ითავისებენ კომპანიის ხედვასა და მისიას და ერთობლივად შექმნილი სტრატეგიით მიისწრაფვიან ორგანიზაციის მდგრადი განვითარებისათვის.
ჩვენ გთავაზობთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჯანსაღი კორპორაციული კულტურის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მოიცავს ISO 30414 სტანდარტის გამოყენებით ორგანიზაციული კულტურის შეფასებას და ინდივიდუალური მოტივების ანალიზს ID37 ტესტის შედეგებზე დაყრდნობით.
ID37 პიროვნული მახასიათებლის შეფასება არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროცედურა, რომელიც ახდენს პიროვნული მოტივების სტრუქტურის იდენტიფიცირებას და ხსნის პიროვნულ ჩვევებსა და საქციელს.
მსგავსი ანალიზი ორგანიზაციულ ჭრილში, შესაძლებელს ხდის მოახდინო გუნდების ანალიზი და ეფექტური ფორმირება მათში შემავალი ინდივიდების პირად მოტივაციებზე დაყრდნობი. ასევე შექმნა კარიერული განვითარების ეფექტური და ინდივიდუალურად მორგებული გეგმა.
ID37- ინდივიდუალური მოტივების ანალიზი გვეხმარება უკეთესად განვმარტოთ აზროვნებისა და ქცევის მიზეზები, გავხდეთ განვითარებაზე ორიენტირებული და ჩამოვაყალიბოთ ეფექტური გუნდები რომლებიც საერთო ძალებით მოახდენენ დასახული სტრატეგიული მიზნების რეალიზებას.
შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ ლიდერებისა და გუნდების განვითარების პროგრამას, ვახორციელებთ სამუშაო შხვდრებს, ინდივიდუალურ სესიებსა და ვმართავთ მიზანზე ორიენტირებულ გუნდური შეჭიდულობის აქტივობებს.
Copyright © 2025 E-Valuate.me, All rights reserved
Powered by Bluebirds.ge