გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას განაგრძობს

კერძო სექტორში ქალთა გაძლიერებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების დანერგვისა და ეფექტიანი განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალების ჩართულობას აქვს. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების შესაბამის დეპარტამენტებთან, უზიარებს მათ თანამედროვე მიდგომებს და ამგვარად ეხმარება კერძო სექტორს საკადრო პოლიტიკის კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენდა ტრენინგების სერია […]

Mytalent.io – რეკრუტინგი საერთაშორისო სტანდარტით

ytalent.io არის დასაქმების სააგენტო, რომელიც 2017 წლიდან ასაქმებს ვირტუალურ ასისტენტებს, საერთაშორისო კომპანიებსა და მეწარმეებთან გერმანულენოვან რეგიონებში სხვადასხვა ონლაინ სამუშაოზე, როგორიცაა კვლევა, მომხმარებელთა მომსახურება ან გაყიდვები. MyTalent.io-ს მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით არსებული გერმანულენოვანი ტალანტების დაკავშირება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის დამსაქმებლებთან. MyTalent.io-ს გუნდი ქმნის ახალ და ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ტალანტებისთვის და ამავდროულად, დამსაქმებლებს აძლევს შესაძლებლობას, შეამცირონ ხარჯები. კომპანიის განსაკუთრებული ინტერესის […]

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს […]

“ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, ბიზნესის განვითარებისთვის” – EVA-მ დევიდ სიმმონდსის მასტერკლასს უმასპინძლა

EVA-მ 5-6 მაისს HCM Metrics-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, დევიდ სიმმონდსს უმასპინძლა. 5 მაისს, სასტუმრო “ბილტმორში”, მან მოწვეულ HR-პროფესიონალებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს მასტერკლასი ჩაუტარა თემაზე, “ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, ბიზნესის განვითარებისთვის”, სადაც ISO 30414 სტანდარტისა და ზოგადად, ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვის მნიშვნელობა მიმოიხილა. 6 მაისს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც დევიდ სიმმონდსმა ISO 30414 […]

EVA – შეაფასე. გაუმჯობესდი

ადამიანების ცხოვრებაში ნებისმიერი სახის გაუმჯობესება ფასეულობათა გადაფასებით, გადაფასება კი ყველაფრის სწორი შეფასებით იწყება. ეს თანამედროვე სამყაროში არაერთი ადამიანისა და ორგანიზაციის გამოწვევას წარმოადგენს, რაც რეგულარული პროცესია და მდგრადი განვითარებისა და გაუმჯობესების მიღწევისკენაა მიმართული. ამისათვის თანამედროვე ორგანიზაციები მთელ რიგ მიდგომებსა და ორგანიზაციული მართვის ინსტრუმენტებს მიმართავენ, რომელთა გამოყენებისა და დანერგვის შედეგადაც კორპორაციული გარემო გაცილებით ჯანსაღი, ეფექტიანი და პროდუქტიული […]

ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება ბიზნესის მდგრადი განვითარებისათვის

“ადამიანური კაპიტალი არის ორგანიზაციის შიგნით და მასთან დაკავშირებული ადამიანების კუმულაციური ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზნების შესრულებაზე გავლენას ახდენენ. ასევე, კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებენ ორგანიზაციას მათი საქმიანობის შედეგების ოპტიმიზაციის გზით” (ISO 30414 – საერთაშორისო სტანდარტი “ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება”) ადამიანური კაპიტალი თანამედროვე ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს. ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რომელსაც ადამიანები აგროვებენ და […]

EVA ტალანტების მართვის ინსტიტუტის ავტორიზებული საგანმანათლებლო წარმომადგენელი გახდა

საკონსულტაციო კომპანია EVA სულ ცოტა ხნის წინ, ტალანტების ინსტიტუტის (TMI) ავტორიზებული საგანმანათლებლო წარმომადგენელი გახდა როგორ საქართველოში, ასევე სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანში.მოკლედ გეტყვით იმასაც, რომ TMI ტალანტების მართვის სფეროში ერთ-ერთ პირველ კომპანიად პოზიციონირებს და ამავე დროს ამ როლის პროფესიად ჩამოყალიბებასაც უზრუნველყოფს. რას გულისხმობს ქართული კომპანიისთვის ტალანტების ინსტიტუტის წარმომადგენლობა და რა შესაძლებლობას ხსნის ის ადგილობრივ ბაზარზე […]

EVA LLC Appointed as TMI’s Authorized Education Provider for Georgia, Armenia, Kazakhstan, Kyrgyzstan and Azerbaijan

EVA LLC has been appointed as the exclusive Authorized Education Provider (AEP) of the Talent Management Institute (TMI) for Georgia. As a Regional AEP, EVA will also operate in Armenia, Kazakhstan, Kyrgyzstan, and Azerbaijan — marking a strategic expansion of TMI’s presence across these key markets. This appointment strengthens access to globally recognized talent management knowledge, frameworks, […]

IN – THROUGH – OUT

ამ სტატიაში ვსაუბრობ ISO 30414 სტანდარტის მერვე მიმართულებაზე “დაქირავება, მობილობა, ბრუნვა (recuritment, mobility, turnover)”, რომელიც ადამიანური კაპიტალის მართვის ერთ-ერთი კრიტიკული და მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნული მიმართულება აერთიანებს 15 მეტრიკას და მის მთავარ მიზანს ორგანიზაციაში ტალანტების დასაქმების (IN), მათი შიდა განვითარებისა (TRHOUGH) და ჯანსაღი გადინების (OUT) მდგრადი და ეფექტური პროცესის შექმნა წარმოადგენს. სტრატეგიული HR აუდიტის დროს ვამოწმებთ […]

რომ ვასწავლო და წავიდეს?

2011 წელს ჩემი სამაგისტრო ნაშრომისთვის, “ცოდნის მართვა მცირე და საშუალო საწარმოებში”, გერმანიიდან საქართველოში დავბრუნდი და 45 კომპანიაში კვლევა ჩავატარე. კვლევის მიზანი იყო იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების აღმოჩენა, რომელსაც იყენებდა მენეჯმენტი ინდივიდუალური ცოდნის ორგანიზაციულ ცოდნად გარდაქმნისათვის და პირიქით. 2011 წელს რა შედეგი მივიღე, მაშინ იქნებოდა საინტერესო, ახლა რომ რადიკალურად სხვა სურათს ვხედავდე სტრატეგიული HR აუდიტის დროს, […]