ძალაუფლების მარყუჟი

მიმდინარე მოვლენებისა და ISO სტანდარტის იმ მიმართულების, რომლის განხილვასაც ამ სტატიაში ვაპირებ, ასეთ დამთხვევას სიმბოლურად მივიჩნევდი, ეს პროცესი პირველად რომ ხდებოდეს ქვეყანაში, ან ეს სტანდარტი მარტო ქართული იყოს. თუმცა განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტერმინების განმარტებებშია დაკარგული, აღრეული ღირებულებები, განუსაზღვრელი პრიორიტეტები და ვიწრო-პირადული ინტერესები ამოძრავებთ, მსგავსი მოვლენების სიხშირით ხასიათდებიან, ნელა იზრდებიან და ვითარდებიან (კარგად […]
“უცხოს” თავგადასავალი – ტრანსფორმაცია განსხვავებულობიდან მრავალფეროვნებამდე

ეიჯიზმი, თაობათა შორის “ბრძოლა” (და ჩვენი საყვარელი Gen-Z), გენდერული უთანასწორობა და შეუზღუდავი შესაძლებლობების ჩარჩოებში მოქცევა, გაღვივებული რასიზმი და უმცირესობის უფრო მეტად შემცირების სურვილი (“აბა უმრავლესობის უფლებებს ვინ დაიცავს” ლოზუნგით)… ამ საკითხებზე ხშირად ვაწყდებით სტატიებს, ნაშრომებს, მოსაზრებებს თუ სოცმედიაში პოსტებს. ეს ჩვენი (და სრულიად სამყაროს) ცხოვრების სამწუხარო ყოველდღიურობა და ორგანიზაციული კულტურის ასევე სამწუხარო და განუყოფელი ნაწილია. […]
რომ ვასწავლო და წავიდეს?

2011 წელს ჩემი სამაგისტრო ნაშრომისთვის, “ცოდნის მართვა მცირე და საშუალო საწარმოებში”, გერმანიიდან საქართველოში დავბრუნდი და 45 კომპანიაში კვლევა ჩავატარე. კვლევის მიზანი იყო იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების აღმოჩენა, რომელსაც იყენებდა მენეჯმენტი ინდივიდუალური ცოდნის ორგანიზაციულ ცოდნად გარდაქმნისათვის და პირიქით. 2011 წელს რა შედეგი მივიღე, მაშინ იქნებოდა საინტერესო, ახლა რომ რადიკალურად სხვა სურათს ვხედავდე სტრატეგიული HR აუდიტის დროს, […]
IN – THROUGH – OUT

ამ სტატიაში ვსაუბრობ ISO 30414 სტანდარტის მერვე მიმართულებაზე “დაქირავება, მობილობა, ბრუნვა (recuritment, mobility, turnover)”, რომელიც ადამიანური კაპიტალის მართვის ერთ-ერთი კრიტიკული და მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნული მიმართულება აერთიანებს 15 მეტრიკას და მის მთავარ მიზანს ორგანიზაციაში ტალანტების დასაქმების (IN), მათი შიდა განვითარებისა (TRHOUGH) და ჯანსაღი გადინების (OUT) მდგრადი და ეფექტური პროცესის შექმნა წარმოადგენს. სტრატეგიული HR აუდიტის დროს ვამოწმებთ […]
როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს […]
“ძველით ახალი” თანამშრომელი

ყოველი ახალი თანამშრომელი დამატებითი ცოდნისა და გამოცდილების, ახალი ხედვისა და იდეის წყაროა კომპანიისთვის დარწმუნებული ვარ, ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც ვყოფილვართ “გამოუვალ” მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ მიერ ხშირად გამოსაყენებელი აპარატის/დანადგარის (დისატანციური მართვის მოწყობილობა – პულტი, საათი, “თაგუნა”, კლავიატურა, ფარანი, რადიო ა.შ.) ფუნქციონირებისთვის საჭირო ბატარეა ყველაზე კრიტიკულ დროს სრულად და “მოულოდნელად” დამჯდარა (არადა, მანამდეც შეგვიმჩნევია მისი სისუსტე, მაგრამ […]
გარემო და გარემოება

ორგანიზაციული უსაფრთხოება ჯანმრთელობაა და კეთილდღეობა, ISO 30414-ის შესაბამისად როდესაც ტყეში სხვა მსგავსი ჯიშის ხეებისგან განსხვავებულ, ჯანმრთელ, მაღალ, გაშლილ და ხშირფოთლოვან ხეს ვხედავთ, ვამბობთ რომ ის ძლიერი ნაყოფიდან მოდის, თუმცა ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ ის ნიუანსებიც, რომლებმაც ამ კონკრეტულ ხეს ასეთი გარემო შეუქმნა: საკმარისი სინათლე და სითბო, ნოყიერი ნიადაგი, სხვა ხეებთან მიმართებაში სწორი განლაგება, შესაფერისი ჰავა, […]
და თქვენთან რა ღირს?

თანამშრომელი − გაუმართლებელი ხარჯი თუ სტრატეგიული ინვესტიცია სტრატეგიული HR-აუდიტის დაწყებამდე, დამფუძნებელ-დირექტორს (ქართულ რეალობაში ბიზნესის დიდი ნაწილი), რომელსაც პირადად სტკივა ყველა პრობლემა და უმრავლესობა მათგანს პირად შეურაცხყოფად, მის წინააღმდეგ განზრახ შემუშავებულ შეთქმულებად და მისი ამაგის დაუფასებლობად მიიჩნევს (აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთ დროს მას სრული პიროვნული გაორება სჭირს და თავის პოზიციას ხან დამფუძნებლის, ხან კი დირექტორის პერსპექტივიდან შემუშავებული […]
“ოჯახის წევრივით ვექცეოდით”, ანუ რა განსაზღვრავს ეთიკურ ორგანიზაციულ კულტურას

იმ ბევრი სადღეგრძელოსი არ იყოს, დღეს ჩვენს ტრადიციულ სუფრებზე რომ ისმევა ჭიქით თუ ყანწით და ხშირ შემთხვევაში რეალობასთან კავშირი არ აქვს, ორგანიზაციებშიც, თანამშრომელთა შორის დამოკიდებულება და ურთიერთობა, ხელმოწერილ და დამტკიცებულ ქცევის კოდექსთან თანხვედრაში არ მოდის. მიხარია, თუ დაინტერესდით რა კავშირია ამ ორ თემას (სადღეგრძელო და ქცევის კოდექსი) შორის, რადგან ამ სტატიაში, სწორედ ეთიკასა და შესაბამისობაზე […]
რა ხდება მაშინ, თუ 1+1 ორზე ბევრად მეტია?

წარმოვიდგინოთ, შეხვედრების ოთახში ერთი ადამიანი ზის, 5 წუთში შეხვედრაზე მეორე ადამიანი შემოვიდა. ფაქტი, რომ ოთახში ახლა ორი ადამიანია, ამ ჭეშმარიტებაზე ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ. ახლა უფრო დავკონკრეტდეთ. შეხვედრების ოთახში მარკეტინგის მენეჯერ ნინოს მისი ახალი თანამშრომელი, სოციალური მედიის მართვის სპეციალისტი − ანდრია შემოუერთდა (გენდერული ბალანსიც დავიცვათ). ფაქტია, ამ შემთხვევაშიც ორი ადამიანი ზის ოთახში და როგორც უკვე […]