ძალაუფლების მარყუჟი

მიმდინარე მოვლენებისა და ISO სტანდარტის იმ მიმართულების, რომლის განხილვასაც ამ სტატიაში ვაპირებ, ასეთ დამთხვევას სიმბოლურად მივიჩნევდი, ეს პროცესი პირველად რომ ხდებოდეს ქვეყანაში, ან ეს სტანდარტი მარტო ქართული იყოს. თუმცა განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტერმინების განმარტებებშია დაკარგული, აღრეული ღირებულებები, განუსაზღვრელი პრიორიტეტები და ვიწრო-პირადული ინტერესები ამოძრავებთ, მსგავსი მოვლენების სიხშირით ხასიათდებიან, ნელა იზრდებიან და ვითარდებიან (კარგად […]
“უცხოს” თავგადასავალი – ტრანსფორმაცია განსხვავებულობიდან მრავალფეროვნებამდე

ეიჯიზმი, თაობათა შორის “ბრძოლა” (და ჩვენი საყვარელი Gen-Z), გენდერული უთანასწორობა და შეუზღუდავი შესაძლებლობების ჩარჩოებში მოქცევა, გაღვივებული რასიზმი და უმცირესობის უფრო მეტად შემცირების სურვილი (“აბა უმრავლესობის უფლებებს ვინ დაიცავს” ლოზუნგით)… ამ საკითხებზე ხშირად ვაწყდებით სტატიებს, ნაშრომებს, მოსაზრებებს თუ სოცმედიაში პოსტებს. ეს ჩვენი (და სრულიად სამყაროს) ცხოვრების სამწუხარო ყოველდღიურობა და ორგანიზაციული კულტურის ასევე სამწუხარო და განუყოფელი ნაწილია. […]
“მარილი გემოვნებით”

“ლიდერობის ხარისხსა და მდგრადობას კრიტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის საქმიანობის შედეგზე” − ამ წინადადებით იწყება ISO 30414 სტანდარტის მეოთხე მიმართულების − ლიდერობის − აღწერა. ერთი შეხედვით ძალიან მარტივად გასაგები წინადადებაა, თუმცა ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ყველაფერი ორი, ხუთი და თუ საჭიროა, ათასი შეხედვით გავაანალიზოთ (სტრატეგიული HR-აუდიტის ამომავალი პრინციპი). ჰოდა სწორედ მეორე შეხედვით კარგად […]
Superგმირების კორპორაცია, როგორც კარგი დამსაქმებლის სტრატეგია

“რომელი სუპერგმირი ვარ?” გუნდური შეჭიდულობის (teambuilding) ერთ-ერთი სამოტივაციო თამაშია. სტრუქტურული ერთეული ირჩევს სუპერგმირს, რომელიც განასახიერებს ამ ერთეულს (დეპარტამენტი, მიმართულება, განყოფილება ა.შ.) მას გააჩნია სუპერძალა/ძალები, ჰყავს რჩეული მეგობარი/მოკავშირე, დაუძინებელი მტერი და მთავარი სისუსტე. სუპერგმირის შერჩევა იმ როლითა და ფუნქციით ხდება, რაც, გუნდის აზრით, მათ აკისრიათ ორგანიზაციასა და მის წარმატებაში. თამაშის ბოლოს სუპერგმირები ერთიანდებიან და გეგმავენ სტრატეგიას […]