Mytalent.io – რეკრუტინგი საერთაშორისო სტანდარტით

ytalent.io არის დასაქმების სააგენტო, რომელიც 2017 წლიდან ასაქმებს ვირტუალურ ასისტენტებს, საერთაშორისო კომპანიებსა და მეწარმეებთან გერმანულენოვან რეგიონებში სხვადასხვა ონლაინ სამუშაოზე, როგორიცაა კვლევა, მომხმარებელთა მომსახურება ან გაყიდვები. MyTalent.io-ს მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით არსებული გერმანულენოვანი ტალანტების დაკავშირება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის დამსაქმებლებთან. MyTalent.io-ს გუნდი ქმნის ახალ და ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ტალანტებისთვის და ამავდროულად, დამსაქმებლებს აძლევს შესაძლებლობას, შეამცირონ ხარჯები. კომპანიის განსაკუთრებული ინტერესის […]
როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს […]
“ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, ბიზნესის განვითარებისთვის” – EVA-მ დევიდ სიმმონდსის მასტერკლასს უმასპინძლა

EVA-მ 5-6 მაისს HCM Metrics-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, დევიდ სიმმონდსს უმასპინძლა. 5 მაისს, სასტუმრო “ბილტმორში”, მან მოწვეულ HR-პროფესიონალებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს მასტერკლასი ჩაუტარა თემაზე, “ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, ბიზნესის განვითარებისთვის”, სადაც ISO 30414 სტანდარტისა და ზოგადად, ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვის მნიშვნელობა მიმოიხილა. 6 მაისს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც დევიდ სიმმონდსმა ISO 30414 […]
EVA – შეაფასე. გაუმჯობესდი

ადამიანების ცხოვრებაში ნებისმიერი სახის გაუმჯობესება ფასეულობათა გადაფასებით, გადაფასება კი ყველაფრის სწორი შეფასებით იწყება. ეს თანამედროვე სამყაროში არაერთი ადამიანისა და ორგანიზაციის გამოწვევას წარმოადგენს, რაც რეგულარული პროცესია და მდგრადი განვითარებისა და გაუმჯობესების მიღწევისკენაა მიმართული. ამისათვის თანამედროვე ორგანიზაციები მთელ რიგ მიდგომებსა და ორგანიზაციული მართვის ინსტრუმენტებს მიმართავენ, რომელთა გამოყენებისა და დანერგვის შედეგადაც კორპორაციული გარემო გაცილებით ჯანსაღი, ეფექტიანი და პროდუქტიული […]
ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება ბიზნესის მდგრადი განვითარებისათვის

“ადამიანური კაპიტალი არის ორგანიზაციის შიგნით და მასთან დაკავშირებული ადამიანების კუმულაციური ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზნების შესრულებაზე გავლენას ახდენენ. ასევე, კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებენ ორგანიზაციას მათი საქმიანობის შედეგების ოპტიმიზაციის გზით” (ISO 30414 – საერთაშორისო სტანდარტი “ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება”) ადამიანური კაპიტალი თანამედროვე ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს. ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რომელსაც ადამიანები აგროვებენ და […]
IN – THROUGH – OUT

ამ სტატიაში ვსაუბრობ ISO 30414 სტანდარტის მერვე მიმართულებაზე “დაქირავება, მობილობა, ბრუნვა (recuritment, mobility, turnover)”, რომელიც ადამიანური კაპიტალის მართვის ერთ-ერთი კრიტიკული და მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნული მიმართულება აერთიანებს 15 მეტრიკას და მის მთავარ მიზანს ორგანიზაციაში ტალანტების დასაქმების (IN), მათი შიდა განვითარებისა (TRHOUGH) და ჯანსაღი გადინების (OUT) მდგრადი და ეფექტური პროცესის შექმნა წარმოადგენს. სტრატეგიული HR აუდიტის დროს ვამოწმებთ […]
რომ ვასწავლო და წავიდეს?

2011 წელს ჩემი სამაგისტრო ნაშრომისთვის, “ცოდნის მართვა მცირე და საშუალო საწარმოებში”, გერმანიიდან საქართველოში დავბრუნდი და 45 კომპანიაში კვლევა ჩავატარე. კვლევის მიზანი იყო იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების აღმოჩენა, რომელსაც იყენებდა მენეჯმენტი ინდივიდუალური ცოდნის ორგანიზაციულ ცოდნად გარდაქმნისათვის და პირიქით. 2011 წელს რა შედეგი მივიღე, მაშინ იქნებოდა საინტერესო, ახლა რომ რადიკალურად სხვა სურათს ვხედავდე სტრატეგიული HR აუდიტის დროს, […]
ძალაუფლების მარყუჟი

მიმდინარე მოვლენებისა და ISO სტანდარტის იმ მიმართულების, რომლის განხილვასაც ამ სტატიაში ვაპირებ, ასეთ დამთხვევას სიმბოლურად მივიჩნევდი, ეს პროცესი პირველად რომ ხდებოდეს ქვეყანაში, ან ეს სტანდარტი მარტო ქართული იყოს. თუმცა განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტერმინების განმარტებებშია დაკარგული, აღრეული ღირებულებები, განუსაზღვრელი პრიორიტეტები და ვიწრო-პირადული ინტერესები ამოძრავებთ, მსგავსი მოვლენების სიხშირით ხასიათდებიან, ნელა იზრდებიან და ვითარდებიან (კარგად […]
“უცხოს” თავგადასავალი – ტრანსფორმაცია განსხვავებულობიდან მრავალფეროვნებამდე

ეიჯიზმი, თაობათა შორის “ბრძოლა” (და ჩვენი საყვარელი Gen-Z), გენდერული უთანასწორობა და შეუზღუდავი შესაძლებლობების ჩარჩოებში მოქცევა, გაღვივებული რასიზმი და უმცირესობის უფრო მეტად შემცირების სურვილი (“აბა უმრავლესობის უფლებებს ვინ დაიცავს” ლოზუნგით)… ამ საკითხებზე ხშირად ვაწყდებით სტატიებს, ნაშრომებს, მოსაზრებებს თუ სოცმედიაში პოსტებს. ეს ჩვენი (და სრულიად სამყაროს) ცხოვრების სამწუხარო ყოველდღიურობა და ორგანიზაციული კულტურის ასევე სამწუხარო და განუყოფელი ნაწილია. […]
“მარილი გემოვნებით”

“ლიდერობის ხარისხსა და მდგრადობას კრიტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის საქმიანობის შედეგზე” − ამ წინადადებით იწყება ISO 30414 სტანდარტის მეოთხე მიმართულების − ლიდერობის − აღწერა. ერთი შეხედვით ძალიან მარტივად გასაგები წინადადებაა, თუმცა ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ყველაფერი ორი, ხუთი და თუ საჭიროა, ათასი შეხედვით გავაანალიზოთ (სტრატეგიული HR-აუდიტის ამომავალი პრინციპი). ჰოდა სწორედ მეორე შეხედვით კარგად […]