“ISO 30414 – ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება” EVA-მ, ზაჰიდ მუბარიკის მასტერკლასს უმასპინძლა

გაზიარება

15 აპრილს ჩვენი პარტნიორის HR Metricsს დამფუძნებელის Zahid Mubarikის ვიზიტის ფარგლებში, HR პროფესიონალებთან და სხვადასხვა სფეროს ბიზნეს დამფუძნებლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა “ISO 30414- ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების შესახებ”.

ISO30414 სტანდარტის თანაავტორმა და ტექნიკური კომიტეტის T260 თანადამფუძნებელმა, ზაჰიდმა, ისაუბრა ანგარიშგების ფორმასა და მნიშვნელობაზე, ასევე არსებულ ბიზნეს გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. მოწვეული სტუმრების აქტიური ჩართულობით, ვიმსჯელეთ ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვის მნიშვნელობაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის აუცილებელ ინიციატივებსა და ბიზნესის მიზნების მიღწევის პროცესში HR-ის კრიტიკულ როლეზე.

ღონისძიებაზე წარვადგინეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტს შედეგები. პანელურ დისკუსიაზე, პროექტში ჩართულმა Rooms Hotels და Nexia Georgia ს HR პროფესიონალებმა ისაუბრეს თავიანთ კომპანიებში არსებული პრაქტიკების, საკუთარი გამოცდილებისა და პროექტში მიღებული ცოდნის მნიშვნელობის შესახებ. პროექტი წარადგინა ISO 30414 სტანდარტით სერტიფიცირებულმა დანერგვის კონსულტანტმა და აუდიტორმა ანი გაგუამ.

დასკვნით ნაწილში სალომე არღვლიანმა წარადგინა ადამიანური კაპიტალის ანგარიშგებასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციები – ESRS_S1 და ხაზი გაუსვა ქართული კომპანიებისათვის გასათვალისწინებელ ფაქტორებს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსთან გაიმართა. მასტერკლასის შემდეგ, სტუდენტებთან საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და ადამიანური კაპიტალის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. მხარეთა შორის მემორანდუმი გაფორმნდა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის მიზნით.

ეს უკვე მეორე ღონისძიებაა ISO 30414 სტანდარტის შესახებ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, რასაც სამომავლოდაც აუცილებლად განვახორციელებთ. მადლობა მასპინძელს სასტუმრო რუმსს, საქართველოს უნივერსიტეტს და თანაორგანიზატორს UN Women Georgia -ს

#HumanCapitalReporting #HR #strategy #management #reporting #awarness #Analytics #hrmetrics #EU #workshop