ICC Georgia highlits Human capital reporting at ICC week 2026 in Paris

გაზიარება

2026 წლის 9-12 ივნისს, პარიზში გამართულ ICC Week-ის ფარგლებში, ICC Georgia-მ წარმატებით მიიღო მონაწილეობა მნიშვნელოვან შეხვედრებსა და დისკუსიებში, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი აქტიური როლი ICC-ის გლობალურ ქსელში.

სალომე არღვლიანმა, ICC Georgia-ს წევრი კომპანიის, EVA-ს დამფუძნებელი, რომელიც ამავდროულად არის ICC Georgia-ს ბორდის წევრი და HR კომიტეტის თავმჯდომარე, B-MENA-ს რეგიონულ შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნო ევროკავშირის მოქმედი რეგულაციები ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების შესახებ (ESRS S1). 

მან ხაზი გაუსვა ამ მოთხოვნების მნიშვნელობას როგორც მსხვილი კომპანიებისთვის, ისე იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (SMEs), რომლებიც ევროკავშირის ბაზართან სავაჭრო ურთიერთობებში არიან ჩართულნი. 

გარდა ამისა, სალომემ მოუწოდა B-MENA-ს მონაწილეებს, აქტიურად ჩაერთონ რეგიონულ HR სამუშაო ჯგუფში, რომელსაც ICC Georgia-ს HR კომიტეტი ხელმძღვანელობს, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებსა და ICC-ის სათაო ოფისს შორის.