26 ივნისს, Unlimited summit-ის მიერ ორგანიზაბულ ღონისძიებაზე Free Mind, EVA-ს დამფუძნებელმა სალომე არღვლიანმა ჩაატარა ვორქშოფი – Free by Design, სადაც ID37 მოტივების ანალიზის საფუძველზე ისაუბრა იმ მთავარ მოტივებზე, რომლებიც აძლიერებენ თავისუფლების მოტივაციას.
ეს იყო განსხვავებული ფორმატის შეხვედრა, სადაც ვორქშოფთან ერთად, გაიმართა პანელური დისკუსიები და აუდიტორიასთან პირდაპირი დიალოგი, რომელშიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა 100-მდე დამსწრემ მიიღო მონაწილეობა.
ID37 მოტივებზე თამაშით მონაწილეებმა გაიგეს:
- სად გადის ზღვარი თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის
- სად იკვეთება მიზნები და როგორ ვაღწევთ მათ ერთობლივად ერთმანეთის გაძლიერებით და არა დაზიანებით.
- რა ძალა აქვს მრავალფეროვნებას და როგორ გავაძლიეროთ ერთმანეთის ნდობა













