BoG – ვორკშოპი – „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“

გაზიარება

ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი – „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა, რომელსაც EVA-ს დამფუძნებელი სალომე არღვლიანი უძღვებოდა.

შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას, რომლებიც ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩნდება. 

ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ლიდერობის, მმართველობითი უნარებისა და ორგანიზაციული განვითარების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც თანამშრომელთა ლოიალობის, ჩართულობისა და ნდობის გაძლიერებას უწყობს ხელს.