Axen Consulting – ტრანსფორმაცია 2.0  

გაზიარება

Axen Consulting -ის მიერ ორგანიზებული პირველი ღონისძიება ტრანსფორმაცის 2.0  19 თებერვალს გაიმართა, სადაც სალომე არღვლიანი ტრანსფორმაციულ ლიდერობაზე საუბრობდა. 

ტრასფორმაციული ლიდერობა – არის ცვლილების კატალიზატორი, რომელიც იწყება ლიდერით. პირველი ცვლილება სწორედ მასში ხდება, ის იძლევა მაგალითს, ის არის პირველი ნაბიჯის ძალა. 

ტრანსფორმაციული ლიდერი ქმნის სიცხადეს, გააზრებას, ყველამ იცის რა არის მთავარი დიდი მისია, ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და საკუთრება პროცესზე და შედეგებზე, ცოდნის მიღება და გაზიარება არის განვითარების საყრდენი და შესაძლებლობების გამოყენება სწრაფი ზრდის წინაპირობა.