ორგანიზაციული კულტურა არის, ღირებულებები გამოხატული ქცევაში. ადამიანი კი (ორგანიზაციის) მთავარი ღირებულებაა. მაგრამ რატომღაც, გლობალურად სამუშაო პირობების გამო დაახლოებით 8000 ადამიანი იღუპება ყოველდღიურად… რას არ ვაკეთებთ სწორად?
ზრუნვა სურვილი კი არა, გადარჩენის მთავარი სტრატეგიაა. თანამშრომელთა კეთილდღეობის დაცვის მიზნით საერთაშორისო სტანდარტები და ევროკავშირის რეგულაციები სწორედ ამ სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ეხმარებიან ორგანიზაციებს, რადგან ციფრები ადასტურებენ, რომ მიზნების მიღწევა ერთმანეთის დაზიანების გარეშე შესაძლებელია. სწორედ ამაზე საუბრობდა სალომე არღვლიანი 20 მაისს, HR ების საერთაშორისო დღეს, HRPA • Georgia -ს ღონისძიების პანელურ დისკუსიაზე “კეთილდღეობა ციფრებში” სტუმრებთან ერთად.





